სასწავლო პროექტის გეგმა
Ø
1. პროექტის სახელწოდება: ორგანიზმის
განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები.
Ø
2. პროექტის მთავარი იდეა: თამბაქოს
ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების გაანალიზება, ჯანსაღი ცხოვრების წესის
მნიშვნელობა.
Ø
3. პროექტის აქტუალობა: ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორების გამოკვეთა.თამბაქოს
ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების გაანალიზება და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის
გაცნობიერება.
Ø 4. პროექტის
მიზნები: მოსწავლეებმა შესძლონ თამბაქოს ზემოქმედებით გამოწვეული
უარყოფითი შედეგების ჩამოთვლა და გააცნობიერონ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.
Ø
5. მონაწილეთა ასაკი: 14 წელი.
Ø
6. ვადები/ხანგრძლივობა
: 3 კვირა.
Ø
7. მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პოსტერები, ბუკლეტები, კედლის გაზეთი,
ვიდეო რგოლი.
Ø
8. პროექტისთვის
საჭირო ძირითადი რესურსები: ფლირჩატები, თაბახის ფურცლები, მარკერი,კომპიურეტი,პროექტორი.
Ø
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 1- კლასს
დავყოფ 4 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს მივცემ დავალებებს. (პირველმა ჯგუფმა მოიძიოს ინფორმაცია,
თამბაქოს ზეგავლენით გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე , მეორე ჯგუფი- აკვირდება
კომპიუტერით ჯამრთელ და დავადებულ ფილტვს, მესამე ჯგუფი აკეთებს პლაკატს თამბაქო და მისი სამიზნე ორგანოები,მეოთხე
ჯგუფი -არჩევს ვიდეო მასალის მეშვეობით სპორტის სხვადასხვა
სახეობებს და მათ მნიშნელობას ორგანიზმის განვითარებაში.) . 2- მოვამზადებინებ-ბუკლეტებს და პოსტერებს. 3. მოსწავლეები
აკეთებენ კედლის გაზეთს. 4.მოსწავლეები გადაიღებენ თავის მოფიქრებულ 3-4 წუთიან ვიდეორგოლს.
5.პრეზენტაციის გაკეთება .
10. საგნებთან /ეროვნულ გეგმასთან კავშირი:
სტანდარტი:
ბიოლ.VIII.9. მოსწავლეს შეუძლია
გააანალიზოს ადამიანისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.
·
აღწერს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისათვის და განსაზღვრავს მის როლს სხვადასხვა დაავადების რისკის
შემცირებაში;
·
მოიპოვებს ინფორმაციას და აანალიზებს თამბაქოს წევის და ნარკოტიკული ნივთიერებების
მოხმარების მავნე გავლენას ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის ფუნქციონირებაზე;
კვლ. VIII.3. მოსწავლეს შეუძლია
მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
- იყენებს სხვადასხვა ხერხს (დიაგრამებს,ცხრილებს,
გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა განმსაზღვრელი და განმავითარებალიწარმოსადგენად;
11. პროექტის ხელმძღვანელი:
მანანა არაბაშვილი.
Ø
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: arabashvilim@gmail.com
Ø
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი. https://mananaarabashvilimeoredone.blogspot.com/
No comments:
Post a Comment